მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
მკაცრი კარანტინი ბოლნისის სამ სოფელში
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, – ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
“საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები”, — წერია უწყების განცხადებაში.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.