საქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 139 შეადგინა.

მონაცემები ოფიციალურ საიტზე stopcov.ge აისახა.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ით ინფიცირება დადასტურებული აქვს 456 ადამიანს, გარდაცვლილია 5. კარანტინის რეჟიმში 5 206 პირი იმყოფება. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ, – 571.

უცხოეთიდან სამკურნალოდ, საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button