
ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის აფეთქების პირველწყარო იყო, არც ერთ საავადმყოფოში COVID-19 -ით დაინფიცირებული პაციენტი აღარ იმყოფება. ყველა მათგანი სახლში გაეწერა. ამის შესახებ, ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა მი ფეინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიღწევა უხანის ექიმების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ვირუსს ქალაქ უხანში ათობით ექიმი შეეწირა.
ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოს, სწორედ უხანიდან დაიწყო, სადაც დაახლოებით, 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.