მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
496 ინფიცირებული, 149 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა. ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4 833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.