fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ასე მგონია, ჟურნალისტების ნაწილს სურს, რომ მეტი ინფიცირებული გვყავდეს”

133

“რატომ უჩნდებათ კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს მონაცემები არასწორია, არ ვიცი. ასე მგონია, სურს, რომ მართლა მეტი ინფიცირებული იყოს”. – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორია. რატომ უჩნდებათ კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს მონაცემები არასწორია, არ ვიცი. ასე მგონია, სურს, რომ მართლა მეტი ინფიცირებული იყოს. ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. საქართველოს შესაშური სტატისტიკური მონაცემები აქვს და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს“. – განაცხადა ეზუგბაიამ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი