საქართველოსიახლეები

საგანგებო შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68 მოქალაქე დააჯარიმა.

უწყების ცნობით, მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი
გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 23 მოქალაქე დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 21 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 17 025 000 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმები გამოწერა. ამ პერიოდის განმავლობაში დაჯარიმებულია 15 585 ფიზიკური პირი და 18 იურიდიული პირი.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარს.

მსგავსი პოსტები

Back to top button