რეგიონისაქართველოსიახლეები
აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა
აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ბიუჯეტის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. აჭარის მთავრობის სხდომაზე განმარტეს, რომ აღნიშნული თანხა მოხმარდება საკარანტინე სივრცეებს, პირველადი ჯანდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობას და ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოლომდე აღჭურვას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განცხადებით, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც და ყველა რესურსი ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ასევე, დაწყებულია ტურიზმის კუთხით ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაც. ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად დღესვე გადაეგზავნება.