საქართველოსიახლეები
2 ჭადარი ხობიდან დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატადან 2 მრავალწლოვანი ჭადრის ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს. ხეები სპეციალურად გამზადებულ ნავზე იყო განთავსებული და მათი ტრანსპორტირება ყულევის ტერიტორიაზე არსებული მდინარის გავლით მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხეები ტრანსპორტირებისთვის პატარა გემებს მიაქვთ.
„გზაც გაამზადეს და გადასატანი ბარჯაც, „კრანი“ ჩასვეს. ახლა მოაქვს პატარა გემებს. ზღვაზე რომ გაიტანენ, დიდი გემი დახვდებათ, იციან ამინდის პროგნოზი“. – აცხადებს ადგილობრივი.