მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სამ მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინიფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროისთვის, worldometers.info-ის მონაცემებით, გლობალურად 3 139 009 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 959 097 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსს 218 013 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი, სადაც აღრიცხული პაციენტების რაოდენობამ საერთო ჯამში ერთ მილიონს გადააჭარბა. მას მოსდევს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.

მსგავსი პოსტები

Back to top button