მსოფლიოსაქართველოსიახლეები

$180 მლნ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისა და სოციალური დაცვისთვის

მსოფლიო ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის და სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის 180 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების პაკეტს გამოყოფს.

როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, აღნიშნული თანხით მოხდება ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარების და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერა.

“ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოწყვლადი პირების მხარდასაჭერად, რომელთაც სამუშაო დაკარგეს, ვგეგმავთ ღონისძიებების მთელი რიგის ხელშეწყობას მიზნობრივი სოციალური დახმარების და ფულადი ტრანსფერების საშუალებით. ახლა ეს ყოველივე ფართო პროგრამის ნაწილია, სადაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობაზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მექანიზმებით;

მეორეა საქართველოს მთავრობა, რომელსაც ხელს შევუწყობთ ბიუჯეტის მხარდაჭერის ღონისძიებებით; მესამეა კერძო სექტორი, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვირუსის გამო ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა.“ – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა. ვიდეო მიმართვის ქართულ თარგმანს „მსოფლიო ბანკი“ ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button