საქართველოსიახლეები

“ევროპული საქართველოს” ანტიკრიზისული გეგმა

ოპოზიციაში იმ ნაბიჯებზე საუბრობენ, რაც მათი შეფასებით, კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელია, მათ შორის, საგადასახადო წნეხის შემსუბუქებასა და საპენსიო ფონდიდან თანხების დაბრუნებაზე. აღნიშნული საკითხი “ევროპულმა საქართველომ” ბრიფინგზე განიხილა.

„ჩვენ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი საშემოსავლოს განულება პირველი 4 თვე, ქონების გადასახადის განულება, დღგ-ს გადაკეთება, გაყიდვის გადასახადის და აქციზის დაწევა. ამ ტვირთის შემცირება მარტო მეწარმეებს და ბიზნესმენებს კი არ ეხება, არამედ ყველა ადამიანს, ვინც დასაქმებული იყო. ჩვენი გუნდი აპირებს კამპანიის დაწყებას საპენსიო ფონდთან დაკავშირებით. ეს არის ყველას ფული და ამ უტიფარ პასუხს საზოგადოება არ მიიღებს, რატომ არ აძლევენ დღევანდელი გაჭირვების დროს ამ ფულის დაბრუნების შანსს. უტიფარი პასუხი, რაც მოისმინეთ გახარიასგან – ვისაც მოუწია ან აირჩია საპენსიო ფონდში გადაერიცხა თანხა, რატომ ვერ გვპასუხობენ და არ აძლევენ ადამიანებს არჩევის უფლებას, რომ მათი კუთვნილი თანხა დაიბრუნონ. მეორე საკითხია გადასახადების შემცირება. გადასახადების შემცირების გარეშე მეწარმეები ვერ დადგებიან ფეხზე”. – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ საჭიროა ბიუროკრატიული ხარჯების მილიარდნახევარზე მეტით შემცირება, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაბრუნება და მომავალი 8 თვის განმავლობაში, ამ შენატანის შეჩერება.

„ჩვენი ხედვით, არა ორასი ლარი, არამედ რვა თვის განმავლობაში ხელფასის 50% უნდა მივცეთ სამუშაოდაკარგულებს, რომ გადავარჩინოთ საშუალო ფენა. თვითდასაქმებულები, ძალიან ფართო ფენა – საქართველოში არის 840 ათასი თვითდასაქმებული და მთავრობის გეგმის თანახმად, ყოველი სამიდან ორი ვერ მიიღებს დახმარებას. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 520-ლარიან პაკეტს”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button