მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 539-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.
539 ადამიანიდან, 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.