მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კაბალში ე.წ საბითუმო ბაზარი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ე.წ საბითუმო ბაზარი გაიხსნა. ბოსტნეულის მწარმოებლებს ბაზარში გასაყიდად ძირითადად კიტრი აქვთ გამოტანილი.

ადგილზე კონტროლდება საგანგებო მდგომარეობით დაწესებული რეგულაციები. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მოვაჭრეებს და დისტრიბუტორებს დისტანციის დაცვისკენ ხმოვანი გამაძლიერებლებით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებენ.

ბაზარში შესვლამდე ავტომობილებს უტარდება დეზინფექცია, ადამიანებს კი სიცხეს უზომავენ.

კახეთში მწარმოებლებს კიტრის მოსავლის ნაწილი უკვე გაუფუჭდათ. ქალაქების ჩაკეტვის, აგრარული ბაზრების დახურვის და ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვების გამო, ადგილობრივები 10 დღის განმავლობაში ბოსტნეულს თითქმის ვერ ყიდიდნენ.

მხოლოდ ლაგოდეხში წელს 10 000 ტონა კიტრის მოსავალს ელოდებიან.

ათეულობით ტონა “ლაგოდეხის კიტრი” ნადგურდება 👇

მსგავსი პოსტები

Back to top button