მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსისგან მე-7 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov-ზე არის განთავსებული.
გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია – 5 320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.