საქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 582-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 5 152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551 პირი.
582 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.