მსოფლიოსიახლეები

რუსეთის მშნებელობის მინისტრი COVID-19-ით დაინფიცირდა

რუსეთის მშენებლობის მინისტრი, ვლადიმირ იაკუშევი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მიერ 1 მაისს გახდა ცნობილი.

ამავე წყაროს ცნობით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, COVID-19-ის დიაგნოზი დაუდგინა ასევე, იაკუშევის მოადგილეს, დმიტრი ვოლკოვს.

შეგახსენებთ, წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით არის დაინფიცირებული რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი. მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წამოაყენა.

რუსეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 7 933 შემთხვევა გამოვლინდა, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის სარეკორდო რაოდენობაა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

1 მაისის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 114 431-ია. გარდაცვლილია 1 169 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button