fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის მამა, ლაგოდეხის “ცხელების ცენტრში” მოათავსეს

4 247

რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ახალაზრდის მამა, რომელიც მშობლიურ სოფელში ქვემო გურგენიანში იყო ჩასული, ლაგოდეხის “ცხელების ცენტრში” გადაიყვანეს.

მამაკაცს ამ დროისთვის სიცხე აქვს. მისი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაგოდეხში ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ რუსთავში ინფიციფებული ახალგარზდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახანს ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ მამა სოფელში მანამდე ჩავიდა, ვიდრე მის შვილს COVID-19 დაუდგინდებოდა.

კორონავირუსით დაავადებულ ახალგაზრდას სოფელში 90 წლამდე პაპა ჰყავს, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აქვს.

ნუნუ ნოზაძის თქმით, ამ დროისთვის სოფელ ქვემო გურგენიანში COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, ისინი თვითიზოლაციში გადავიდნენ.

დღეს კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი