მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

3 მედიკოსს კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიამ არ დაუდასტურდა

კახეთიდან, კერძოდ ყვარლის მუნიციპალიტეტიდან, გუშინ, სწრაფი ტესტებით კორონავირუსზე 3 მედიკოსის დადებითი პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდა და მათ კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და დაავადებათა კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადეს.

მხარის რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე ქალის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ისევ უცნობია. რაც შეეხება კონტაქტებს, მოძიებულია 147 და შესაძლოა, რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

“გუშინ მოძიებული კონტაქტებიდან აღებული იქნა PCR ტესტები, გადავგზავნეთ და ყველას პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ამ ეტაპზე გვრჩება მხოლოდ 1 დაინფიცირებული და ვაგრძელებთ კვლევას, საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო პაციენტი“. – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“მოვიძიეთ როგორც დაინფიცირებულის სამუშაო კონტაქტები, ისე საოჯახო და ამ ეტაპზე 62 მათგანს კოვიდ-19 არ აღმოაჩნდათ. ტესტები ყველას ჩაუტარდება”. – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

50 წლამდე დაინფიცირებული ქალის კონტაქტებიდან დღეს სრულდება მედიკოსებზე ნიმუშების აღება. პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button