მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 507 784-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მან 245 254-ს მიაღწია.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1 130 122 ადამიანი.

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 162 383-ს შეადგენს, ესპანეთში – 245 567, იტალიაში – 209 328, ინგლისში – 182 260, საფრანგეთში – 168 396, გერმანიაში – 164 967, თურქეთში – 124 375, ირანში – 97 424, ბრაზილიაში – 97 100, ჩინეთში – 82 877 და ა.შ.

რუსეთში, 24 საათში, კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 58, ხოლო დაინფიცირდა 10 633 ადამიანი.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 134 687-მდე, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 1 280-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 16 639 პირი.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button