მსოფლიოსაქართველოსიახლეები

აზერბაიჯანში ორი მიწისძვრა მოხდა

წუხელ, დაახლოებით ორი საათის ინტერვალით, აზერბიჯანში ორი მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 5-6 კილომეტრში მდებარეობდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრის მაგნიტუდა 4,3 იყო, მეორე ბიძგის, – 3,3.

აზერბაიჯანული სააგნტო „აპა“ სეისმურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიცენტრი ქალაქ განჯის მახლობლად მდებარეობდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button