მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
მოქალაქე სუს-ის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობა და სამართლიანობა”-ს წევრი ზურაბ მეზვრიშვილი ირწმუნება, რომ მას სუს-ის 4 თანამშრომელი თავს დაესხა და რკინის ხელკეტებით, სასტიკად სცემა.
ჩამსხვრეულია მეზვრიშვილის კუთვნილი ავტომობილის მინები და მასაც ძალადობის კვალი აღენიშნება.
მამაკაცი ჰყვება, რომ სუს-ის თანამშრომლები მას და მის მეგობარ ქალს უკანონოდ უსმენდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდნენ.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ მასზე თავდასხმის ფაქტს თვითმხილველები ჰყავს.