მსოფლიოსიახლეები

„[სომხეთში] კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 10 ათასამდე გაიზრდება“

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის შეფასებით, მაისის ბოლომდე ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 ათასამდე გაიზრდება. თუმცა, მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ოგრანიზაციას (ჯანმო) უფრო კოშმარული პროგნოზი აქვს. თუ სიტუაცია უკონტროლო გახდა, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 500 ათასს გადააჭარბებს.

„მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ სოციალური დისტანციის დაცვა გააგრძელონ და პირადი ჰიგიენა დაიცვან”, – განაცხდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ჯანმო-ს პროგნოზის თანახმად, თუ სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარა, შესაძლებელია ქვეყნაში ინფიცირებულთა გამოვლენილმა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბოს, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა – 10 ათასს, ხოლო გარდაცვლილთა როდენობა ათასობით იყოს.

არსენ ტოროსიანის თქმით, სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება და სომხეთის ეპიდსიტუაციის მონაცემთა სტატისტიკაზე ე.წ. მრუდის მართვა შეძლეს. თუმცა ასევე დასძენს, რომ სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და მხოლოდ მოსახლეობის მოქალაქეობრივ შეგნებაზე იქნება დამოკიდებული, თუ მაისის ბოლოსთვის რა ეპიდსურათი ექნება ქვეყნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button