რეგიონისაქართველოსიახლეები

ცაცხვის გადატანის გაპროტესტება დაკავებით დასრულდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლ. ჯობავამ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ცაცხვის გადატანა გამგეობის შენობის ფანჯრის მინების ჩამტვრევით გააპროტესტა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“. – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ტაიმერი”

მსგავსი პოსტები

Back to top button