მერკელი და ოლანდი ევროზონის ქვეყნების სამიტს დღეს გამართავენ
გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, კვირას საღამოს, სატელეფონო საუბრის დროს, საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები შეაფასეს და ევროზონის რიგგარეშე სამიტის გამართვაზე მოილაპარაკეს, – განაცხადა გერმანული მთავრობის პრესს-სამსახურის წარმომადგენელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგები. მინისტრმა აგრეთვე დასძინა, რომ „საბერძნეთი, პირველ რიგში, თვითონ უნდა გაერკვას, თუ რა შედეგი მოჰყვება მის არჩევანს“, – გადმოგვცემს «Интерфакс-Украина».
შეგახსენებთ: საბერძნეთში ჩატარებულ რეფერენდუმში, ამომრჩეველთა 52% -მა მიიღო მონაწილეობა. ბერძნების 61, 24%-მა, კრედიტორების მიერ წამოყენებულ პირობებს, უარი უთხრა. თანხმობა, ამომრჩეველთა მხოლოდ 38,76% განაცხადა.
საგანგებო სამიტი, საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, 7 ივლისს, 18 საათზე, ბრიუსელში ჩატარდება. ამ ფაქტის შესახებ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა საკუთარ Twitter-ში განაცხადა.
სამიტის მონაწილეები საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ.სასწრაფო შეკრებისკენ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა და ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმაც, მოუწოდეს.