ჯაფარიძემ მთავრობის კანცელარიაში შემსვლელებს სიცხე გაუზომა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მან შემსვლელ მოქალაქეებს სიცხე გაუზომა. ჯაფარიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ კანცელარიის შენობაში შემსვლელებს თერმოსკრინინგი არ უტარდებოდათ.
ჯაფარიძე და მისი დამხმარე, თეთრი ხალათებითა და პირბადეებით, დილის 9 საათისთვის შენობის შესასვლელთან იმყოფებოდნენ და შენობაში შემსველელი მოქალაქეების ტემპერატურის გასინჯვის შემდეგ, ამ მონაცემებს იწერდნენ.
“შევამოწმეთ და ვნახეთ, რომ ამ შენობაში ვინც შედის, არ უტარდებათ თერმოსკრინინგი და გადავწყვიტეთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ. ვაკეთებთ აღრიცხვასაც და სტატისტიკას გადავუგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრს”. – განაცხადა ჯაფარიძემ.
“გირჩის” ლიდერი საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს და ხელისუფლებას შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდებს.