მსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები
მემორიალზე გაკეთებული წარწერა ბავშვის დედამ წაშალა
სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ვიდეო, სადაც იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიის მერი ამბობს, რომ ბავშვის დედა თვითონ მივიდა პოლიციაში და თავად განაცხადა შვილის დანაშაული.
მისი თქმით, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე მიწერილი “ზაოდი” დედამ თვითონვე გაწმინდა.
“აქ რომ მყავდეს, ჩავეხუტებოდი, ეს ისეთი გაბედული და გმირული საქციელია. ამ 8 წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა დედა სამაგალითოდ იქცევა”. – ამბობს მერი, ალესიო ვალენტე.
იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს.
წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში თავად ამ ქალაქის მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.