რეგიონისაქართველოსიახლეები

ცხინვალში COVID-19-ის კიდევ ოთხი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ოსური მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დე ფაქტო რესპუბლიკაში კარანტინში 244 პირია მოთავსებული. მათ შორის, 160 რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებია, 6 მძღოლი და 78, – ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოსული მოქალაქე.

თბილისი მზადაა, ცხინვალის მცხოვრებლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button