მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“აშშ საქართველოს 27 000 ტონა ხორბალს აჩუქებს”

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნაგის განცხადებით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, აშშ საქართველოს 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს.

„დღეს მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, აშშ საქართველოს აჩუქებს 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ასევე, აშშ-ს ელჩი კიდევ ერთი დახმარების შესახებ იუწყება.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის 3 მილიონი დოლარი გამოყო.“ – ამბობს კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში.

მისი განცხადებით, თანხა საქართველოს „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დაეხმარება.

„მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.

“იანვრის თვიდან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში.

ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, „კოვიდ-19“-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა „კოვიდ-19“-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით“. – განაცხადა კელი დეგნანამა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button