მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

დახმარება ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ნაციზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, – 300 ლარს.

განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით, – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის მედლის გადაცემას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ფულად სოციალურ დახმარებას, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, გარდა თბილისისა, ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, ფულადი დახმარების გაცემის მიზნით, შესაბამის სახსრებს თბილისის მერია გამოყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button