რეგიონისაქართველოსიახლეები

სატვირთო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა

დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, მანქანა აირისგან ცარიელი იყო.

მაშველებმა მანქანის მძღოლის დეფორმირებული კაბინიდან გამოყვანა შეძლეს. ის რუსეთი მოქალაქეა და ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული.

საგანგებოს ცნობითვე, დაშავებული კონტაქტურია და საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button