მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სტიქია კაბალში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი კაბალი დააზარალა.

გადაუღებელმა წვიმამ მდინარე კაბალის ადიდება გამოწვია. მდინარიდან გადმოსული წყალი სოფლის ერთ ნაწილში მოედინება. წყლით არის დაფარული საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული კიტრის, პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის სათბურები.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მოვარდნილმა წყალმა ნერგები მოგლიჯა და წაიღო. ასევე, ზოგ ადგილას მიწის მასაა წაღებული.

ლაგოდეხის აზერბაიჯანულენოვან სოფელ კაბალში შველას ითხოვენ. როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფელში არ მუშაობს ტექნიკა, რომელმაც შესაძლოა, სტიქიის შედეგები შეამციროს.

ლაგოდეხში უკვე 24 საათზე მეტია გადაუღებლად წვიმს.

მსგავსი პოსტები

Back to top button