მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარის ტელევიზიიდან მორიგი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი მალხაზ რეხვიაშვილი დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთ წამყვანსა და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეს ბრძანება ცოტა ხნის წინ ჩაბარდა. იგი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მალხაზ რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ შრომით საქმიანობაში ჩარევა არამედ კრიტიკული განწყობის გამო მენეჯმენტის მხრიდან დევნაა.

რეხვიაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი ფეისბუკ გვერდზე თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გამო დაწერილი პოსტია. საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ პაქსაძე კი განმარტავს, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა და ამ შემთხვევაში, მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის დისკრედიტაციისა და ცილისწამების გამო გათავისუფლდა. როგორც განმარტავს, რეხვიაშვილს მის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე მითითებაც ჰქონდა მიღებული.

მოისმინეთ მალხაზ რეხვიაშვილის და ემზარ პაქსაძის ხმები.

მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებამდე, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ის 8 ჟურნალისტი ჩამოაშორა ძველ პოზიციას, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკული ახალი ამბების წარმოებას უზრუნველყოფდნენ. მათი ნაწილი სამსახურიდან დაითხოვა, ნაწილი კი, სხვა პოზიციაზე გადაიყვანა. აღნიშნული ჟურნალისტები და ასევე, მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე მალხაზ რეხვიშვილს სოციალურ ქსელში სოლიდარობას უცხადებენ.

თეონა ბაკურიძე: “წარმოუდგენელი რამ ხდება აჭარის ტელევიზიაში.. 😡
საბოლოო ჯამში იმაზე მძიმე იქნება კოხრეიძის გადაწყვეტილებების შედეგი ვიდრე ბევრს (ვინც ხმას არ/ვერ იღებს) შეიძლება ეგონოს 😣😣😣
სათვალავი ამერია უკვე მერამდენეა არ ვიცი, მაგრამ ვიცი როგორი პროფესიონალია.. ერთია პროფესია, მეორე ღირებულებები და პრინციპები – ამას რომ არ უღალატა ამიტომაც გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიიდან.. თან ისეთი უსუსური მიზეზით გაგეცინებათ – მიზეზი ფეისბუქ-პოსტია. გაგეცინებათ, მაგრამ სატირლად უფრო გვაქვს საქმე.”

ნათია კაპანაძე: “რაც აჭარის ტელევიზიაში და რადიოში მოხდა/ხდება, ქართულ მედიის ისტორიას არ ახსოვს.
ეს ამბავი უფრო მეტია, ვიდრე ტელეიმედის დარბევა, ვიდრე რუსთავი 2-ის სასამართლო დავა ან სხვა დანაშაულები, რაც ჩვენ ვიცით, გამოგვიძიებია, გამოვხმაურებივართ.. ან არ ვიცით, რადგან ბევრი დარღვევა ჩუმად და შანტაჟით ხდებოდა.
ეს ამბავი გადასახადის გადამხდელების თანხას, პოლიტიკურ ინტერესებს და დამოუკიდებელი მექანიზმის მუშაობას შეეხება.
დღეს აჭარის ტელევიზიიდან ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი
Malxaz rekhviashvili
გაათავისუფლეს.

“მანამდე დაამცირეს, დევნეს, ჩამოშალეს ადამიანები, მათი ნამუშევარი.
ზოგს წასვლა აიძულეს, ზოგი დააქვეითეს, ზოგიერთი დააწინაურეს და ამით გააფუჭეს, სხვებთან შიშის დათესვას ეცდებიან.

“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ყველა სხვა შემთხვევას არ ჰგავდა აჭარაში მიღებული გადაწყვეტილებები, ყველა ნაცად გზას არ ვიყენებდი და უბრალოდ შემოვიკრიბეთ ჩვენი საქმის მოყვარული ადამიანები და ასევე უბრალოდ ვმუშაობდით საზოგადოებისთვის.
ძალიან მძიმეა მოცემულობა, მძიმეა, როცა მარტო რჩები სისტემასთან, რომელსაც თუ მოუნდება, გაგსრესს. თუ მოუნდება, ბინძურ ჭორებს გაგივრცელებს. თუ მოუნდება, ადამიანებს ჩამოგიშლის ირგვლივ. თუ მოუნდება, ხელებს გადაგიგრეხს. თუ მოუნდება, ცილს დაგწამებს და უდანაშაულობის პრეზუმფციასაც კი წაგართმევს. თუ მოუნდება, შეგაშინებს. თუ მოუნდება, იმპიჩმენტს გამოგიცხადებს და შენზე ცრუ ბრალდებებით თითქმის ყველას გააჩუმებს. თუ მოუნდება, სასამართლო სხდომა არ ჩაინიშნება. თუ მოუნდება, ჩაინიშნება უშენოდ პროცესი, მაგრამ მოსამართლე დაგცინებს და გეტყვის, თუ კარგი იურისტი ხარ, ჩამოდი ჯვრიდან…თუ მოუნდება, სხვებს დააშინებს და ის სხვები შენ გვერდით არ დადგებიან. თუ მოუნდება, ინატრებ რომ არ დაღამდეს და არ დაგეძინოს, რომ ახალი კოშმარებით არ დაგესხას თავს მთელი ამ ამბის სიმძიმე, თუ მოუნდება, შეეცდება გამოგშიგნოს, გამოგფიტოს, ჯანმრთელობა შეგირყიოს. თუ მოუნდება, შენ ტკივილებს, სხვებისთვის უმნიშვნელო გახდის. უფრო მეტიც, განაცხადებს, რომ ყველას შენსავით დაემართება. და სხვებივით რომ მოქცეულიყავი, არაფერი დაგემუქრებოდა.

“ვუყურებ ამ პროცესს, ვიხსნებებ თავისუფლების პრეცენდენტის შექმნის ყველა დღეს აჭარის მაუწყებელში.
და მგონია, უკვე ვეღარაფერს წაიშლება, უკვე ყველაფერი დაიწერა და ითქვა. წაგების მიზეზი დუმილია. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი სიჩუმის გამო.

“ცალ-ცალკე ყველას დამარცხება შეიძლება. ახლა კი დამარცხების დრო არ არის.
უკვე ერთ წელზე მეტია, ყოველდღე ჩემ თავს ვეკითხები. გვინდა თუ არა დემოკრატია? გვინდა თუ არა უკეთესი რეალობა? რატომ ეშინიათ ადამიანებს თავისუფლების?

“პ.ს. სანამ შენი დრო მოსულა, უნდა იცოდე – ეს არ არის ერთი ადამიანის შრომითი დავა, თუ გვინდა თავისუფლება, ნუ დატოვებთ ადამიანებს მარტო. თუ გვინდა თავისუფლება, მხარი დავუჭიროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.

“#ვმუშაობთსაზოგადოებისთვის

“პ.ს.ს. და კიდევ, ჩემ თავს ერთ წელზე მეტია ამასაც ვეკითხები – #რაგავაკეთო – უკვე დროა შევქმნა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მაუწყებელი თუ დაველოდო ბოლომდე როგორ მოიჭრიან თავს?

“პ.ს.ს. ამ ფოტოს ჩემი თავისვე გასამხნევებლად ვდებ 🙂 ძალიან ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად ვარ – საყურეები აღმოვაჩინე დღეს. და ყველაფერი გადაფარა (და ყველაფერში, რათქმაუნდა, ჩემ ყურსასმენებს ვგულისხმობ მარტო)

“პ.ს.ს.ს.ს. ამ პოსტს თქვენ გასამხნევებლად ვწერ, ზუსტად ვიცი – უკეთესი დღეები წინ არის.”

მსგავსი პოსტები

Back to top button