რეგიონისაქართველოსიახლეები
მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

სართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალი და მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდები ადგილზევე დაიღუპნენ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.