რეგიონისაქართველოსიახლეები

„რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ., მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ არაერთხელ იყო დაკავებული.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button