მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები
“დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან”
“ეს ლაკმუსის ტესტია ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ნამდვილი განზრახვებისთვის.” – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი, რომლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება “ბედს სცდის”. გალერი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმებას პატივი სცეს.
“ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს 8 მარტის შეთანხმების ტექსტსა და სულისკვეთებას. ეს ლაკმუსის ტესტია ივანიშვილისა და ქართული ოცნების ნამდვილი განზრახვებისთვის. [ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს.”