კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ქართულმა 9-წევრიანმა დაჯგუფებამ ათენში 31 სახლი გაძარცვა

ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრები წლების განმავლობაში სხვადასხვა საცხოვრებელ სახლს ძარცვავდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რომელსაც “ფორმულა” გაეცნო, კანონდამრღვევებს ბერძნული პოლიცია ბოლო 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებდა. მათ ათენის ტერიტორიაზე 31 სახლი გაძარცვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სახლების შესახებ ინფორმაციას მძარცველები მომვლელი ქალებისგან იღებდნენ.

პოლიციამ 8 მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა. სავარაუდოდ, სწორედ ეს ქალი მუშაობდა ერთ-ერთ სახლში მომვლელად. სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს სხვადასხვა ნივთი ამოიღეს: სამკაულები, საათები, კომპიუტერები, საფულეები და სხვა.

მედიის ინფორმაციით, ამოღებულია ასევე 6 500 ევრო, ხოლო მოპარული ნივთების სრული ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს. ნაპოვნია ასევე სამი მოპარული მანქანა.

ყველაზე მეტად ბერძნული პოლიცია იმითაა გაოცებული, რომ დაკავებულებს სპეციალური გასაღები ჰქონდათ, რომლითაც სახლებს აღებდნენ. გარდა ამისა, ისინი მაღაზიებსაც ძარცვავდნენ. დაკავებულები საბერძნეთის პროკურატურაში იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button