მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ლარნაკადან საქართველოში 100-მდე მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს კიდევ ერთი ავიარეისი განხორციელდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდა ჩარტერული რეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები.

18 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 880 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში 11 880 მოქალაქე დაბრუნდა.

ასევე რეისით მოხდება კვიპროსში გარდაცვლილი თანამემამულის ცხედრის ჩამოსვენება. მგზავრები საქართველოში 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან. უახლოეს მომავალში განხორციელდება რეისები 20 მაისს ათენიდან, 22 მაისს რომიდან.” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button