მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საპროტესტო აქცია სუფსაში

სოფელ სუფსაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 2018 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მათ კუთვნილი მიწები მიზერულ თანხად, მუქარით დაათმობინა.

საუბარია ქობულეთი-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ამავე ავტობანის მშენებლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც მიწები ამავე ლოტში, 12 კილომეტრიან მონაკვეთში ჰქონდათ, იმავე კატეგორიის და ფუნქციის ნაკვეთებში ბევრად მეტი, 23 ლარიდან 60 ლარამდე გადაუხადეს. ხოლო სუფსელებმა, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, კვადრატულ მეტრში 80 თეთრი მიიღეს.

ადგილობრივების განცხადებით, საქმეზე გამოძიება უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. საპროტესტო აქციის მონაწილეები დახმარებას პრემიერ-მინისტრს სთხოვენ და მოითხოვენ, განსახლების სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდეს, პროკურატურამ გამოძიების დასკვნა გამოგზავნოს და თანხები შესაბამისად ანაზღაურდეს.

მოისმინეთ აქციის მონაწილეთა ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button