მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები
უკრაინის საინვესტიციო ფონდს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/levan-varshalomidze.jpg)
უკრაინის საინვესტიციო ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საინვესტიციო ფონდი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება: „ჩვენ ხელმძღვანელად ავიყვანეთ ბატონი ვარშალომიძე, რომელიც ბათუმს აშენებდა“. ზელენსკის თანახმად, ინვესტიციებზე მხოლოდ ეს გამჭვირვალე ფონდი იმუშავებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.
2020 წლის 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.