fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“თანამშრომლების 50%-ს შეუძლია, დისტანციურად იმუშაოს”

75
Share Button

“Facebook-ის თანამშრომლების ნახევარს შეუძლია, მომავალი 5 და 10 წლის განმავლობაში დისტანციურად იმუშაოს. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა”. – წერს The Washington Post-ი.

დისტანციურად მუშაობის უფლება ექნებათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ოფისში მისვლისთვის რამდენიმესაათიანი მგზავრობა სჭირდებათ.

„გარდა ამისა, დასაქმების გეოგრაფიის გაფართოება, განსაკუთრებით აშშ-სა და კანადაში, საშუალებას მოგვცემს, ვიპოვოთ ბევრი ახალი, ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც დიდი ქალაქებში სამუშაოდ გადასვლას არ განიხილავდნენ“. – განაცხადა ცუკერბერგმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ, ვისაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვს, ადმინისტრაციას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ და საცხოვრებელი ადგილის მისამართი მიუთითონ.

მაისის დასაწყისში ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა 2020 წლის ბოლომდე შეეძლებათ. კომპანიის ოფისების გახსნა 6 ივლისიდან დაიწყება, მაგრამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს ამ დროის განმავლობაში ოფისებში სამუშაოს განახლებას, ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი