fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბებიის მიმართ ძალადობა

84
Share Button

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, 2019 წლის 1 იანვირდან 2019 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შვილიშვილმა რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას და ამასთან, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

აღნიშნულ პირს ბრალდება რამდენიმე მუხლით წარედგინა, მათ შორის: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და სიცოცხლის მოსპობის მუქარის, რომელიც ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი