კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები
დაკავება, მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით
ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა 1975 წელს დაბადებულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.