რეგიონისაქართველოსიახლეები

საია პარლამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროეტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარლამენტმა მისი მოწოდება, არ შეეტანა ცვლილებები “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში, არ გაიზიარა და კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნა წერილი თხოვნით, რომ შეზღუდვების შესახებ კანონს მიღების შემთხვევაში, მას ვეტო დაედოს. ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი.

“ქართულმა ოცნებამ” 81 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში შეზღუდვების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შედის და 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button