fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტიკტოკმა სახელმწიფოებიდან აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღო

110
Share Button

სოციალურ ქსელში ტიკტოკი, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან ამოიღეს. მანამდე, როგორც ცალკე ქვეყნები, ისე იყო მითითებული. უკვე ჩამოტვირთული აპლიკაციის შემთხვევაში, განახლების შემდეგ, ჩამონათვალში ეს ორი რეგიონი უკვე აღარ იძებნება.

უფრო ადრე, საგარეო საქმეთა სამინისტროში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან და “ხარვეზის” გამოსასწორებლად მუშაობენ.

მათივე ცნობით, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი