მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ოპოზიცია გახარიას: “თქვენ ცინიკურად მიპასუხეთ”

“ვინ ამოთხარა მაკო გომურს თვალი?”

 

პარლამენტის წევრმა, ელენე ხოშტარიამ პრემიერ გიორგი გახარიას მაკო გომურის შესახებ კითხვა კიდევ ერთხელ დაუსვა. მისი თქმით, 1 წელი გადის 20 ივნისიდან, მაკო გომურმა კი, ჯერაც არ იცის, ვინ ამოთხარა თვალი.

“1 წელი გადის 20 ივნისის შემდეგ და ამ დარბაზში მე რამდენიმე თვის წინ დაგისვით მაკო გომურის კითხვა, რომელსაც აინტერესებდა, ვინ დააზიანა ეს ადამიანი, ვინ ამოთხარა მას თვალი. სამწუხაროდ, თქვენ მაშინ ცინიკურად მიპასუხეთ, რომ თავად მოაგვარებთ მაკო გომურთან ურთიერთობას”. – ამბობს ხოშტარია.

მისი თქმით, აქ საუბარი არის არა ურთიერთობაზე ვინმესთან, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე დაზარალებული ადამიანის მიმართ.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ეს კითხვები არასდროს გაქრება და პასუხს აუცილებლად მოითხოვს.

 

“პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი”

 

“ის საკითხი, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციის, თეა წულუკიანს აუხსენით, პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირს”. – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მოუწოდა.

„ბატონო გიორგი, როგორ ბრძანეთ თქვენ? ის ხალხი, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო, ხომ ასე ბრძანეთ? და იქნებ ეგ ამბავი, რომ ეგ ეგრეა, ქალბატონი ცქიტიშვილის გვერდით რომ ზის, პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი, ქალბატონი წულუკიანი, იქნებ მას აუხსნათ. ასევე, ბატონ კაკულიასაც, რომელმაც თქვა, რომ ეგეთი ევროპა არ გვინდაო“. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button