მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კალაძეს $500 000 ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

“ანას ბაღის” დამცველები თბილისის მერს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. მათ ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფული კალაძემ იმის სანაცვლოდ მიიღო, რომ „ანას ბაღში“ 10 სართულზე უფრო მაღალი შენობის აშენების უფლება გასცა.

თუ ეს ცვლილება პროექტში მართლაც აისახება არქიტექტურის სამსახურის ვებსაიტზე, მოსახლეობა საქმეში საგამოძიებო უწყებების ჩართას ითხოვს.

კახა კალაძე კი, „ანას ბაღთან“ დაკავშირებულ კითხვას ირონიით პასუხობს.

“თუ 500 მილიონს ვინმე ქრთამს მისცემს დედაქალაქის მერიას, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ დავამატოთ ასეთი სართულები და ასეთი პროექტები განვახორციელოთ. შემდეგ ამ ფულს, რა თქმა უნდა, მოვახმართ დედაქალაქს”. – განაცხადა კალაძემ.

მოისმინეთ კახა კალაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button