კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შემზარავი მკვლელობა ყაზახეთში

15 წლის ბიჭმა აღიარა, რომ 10 წლის მძინარე და ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოკლა მას შემდეგ, რაც მათ კომპიუტერის გამოყენებაზე იკამათესამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. შემთხვევა ყაზახეთის ქალაქ ტარაზში მოხდა. 

ჟურნალისტების თქმით, პატარა ლუდას თავის ქალა მიყენებული დარტყმების შედეგად იყო დაჩეჩქვილი. ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.

მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, რაც ლუდამ და მისმა ძმამ, ალექსეიმ სახლის ეზოში იჩხუბეს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან როდესაც გაიგო კამათისა და შელაპარაკების ხმა და-ძმას შორის კომპიუტერული პლანშეტის გამო, დაინახა, რომ ალექსეის ხელში ჩაქუჩი ეჭირა და დას ჩარტყმით ემუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 10 წლის ლუდას პლანშეტი გაკვეთილების მოსამზადებლად სჭირდებოდა, რაზეც 15 წლის ძმამ უარი განაცხადა. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით დადასუტრდა, რომ ალექსეიმ დისთვის ჩაქუჩით მიყენებული უამრავი დარტყმის შემდეგ, უკვე უგონო სხეული ქუჩასთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე დააგდო. ალექსეიმ შემდეგ ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოიცვალა და მშობლებს ამცნო, რომ მისი და გაუჩინარდა.

ალექსეის, სასტიკი მკვლელობის ბრალდებით, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button