Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ილონ მასკის პასუხი “როსკოსმოსს”: “ბატუტი მუშაობს”

202

“ბატუტი მუშაობს”. – ამის შესახებ Space X – დამფუძნებელმა ილონ მასკმა, რაკეტა „ფალკონ 9“ კაფსულა „ქრიუ დრაგონი“-ს კოსმოსში გაშვების შემდეგ განაცხადა. – ამ განცხადებით, მასკი “როსკოსმოსის” ხელმძღვანელის ფრაზას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკელები, რუსული შატლ “საიუზის” მაგივრად, ბატუტებს იყენებენ.

ილონ მასკის ამ რეპლიკას ნასას წარმომადგენლების სიცილი მოჰყვა.

გუშინ, თბილისის დროით 23:22 საათზე ნასას კენედის სახელობის ცნეტრიდან, კომპანია „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ კაფსულა „ქრიუ დრაგონი“-მა, ორი ასტრონავტი წაიყვანა. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უკვე მიუერთდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაემგზავრნენ.

კაფსულაში სხედან 49 წლის რობერტ ბენკენი და 53 წლის დაგლას ჰარლი. ორივე მათგანი გამოცდილი ასტრონავტია; 2000 წლიდან, ისინი ნასას ასტრონავტები არიან. ჰარლი იყო შატლ „ატლანტისის“ უკანასკნელი ფრენის პილოტი.

2011 წელს ნასამ შატლებით ფრენის პროგრამა მისი სიძვირის გამო დახურა. ნასა იძულებული გახდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაგზავნა რუსეთის რაკეტა „სოიუზით“ დაეწყო ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან. ამ თანამშრომლობამ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასაც გაუძლო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი