მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ენმ პრემიერად ვაშაძის კანდიდატურას არ განიხილავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არც არასდროს განიხილავდა და არც მომავალში გეგმავს განხილვას.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პარტიის პოზიცია.

„სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ “ნაციონალურ მოძროაბაში” გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული”. – განაცხადა უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მოძრაობაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

მსგავსი პოსტები

Back to top button