4 ათასზე მეტი დაკავებული აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში. ეს ის მოქალაქები არიან, რომლებმაც დაარღვიეს ეგრეთწოდებული კომენდანტის საათი, აშშ-ს უმსხვილეს აგლომერაციებში კვლავ რომ მოქმედებს; ასევე, ის პირები, ვინც მონაწილეობას იღებდა მაღაზების დაზიანებაში.
ვაშინგტონში არსებული მთელი ნაციონალური შემადგენლობა, ისევე როგორც ეროვნული გვარდია, პოლიციასთან ერთად, წესრიგის აღსადგენად მოიხმეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თეთრი სახლის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს, რის შემდეგაც წესრიგის დამყარებაში პრეზიდენტის დაცვის სამსახური ჩაერთო. დონალდ ტრამპი, პირველი ლედი და მისი შვილი მიწისქვეშა სამალავში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტვიტერში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ყველა, ვინც მსგავს საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას, ტეროტისტად გამოცხადდება. ვაშინგტონის ქუჩებში 1 200-ზე მეტი ეროვნული გვარდიელი იყო გამოსული.
საპროტესტო აქციები ერთი კვირის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც მინეაპოლისის პოლიციის თანამშრომელმა აფროამერიკელი დამნაშავე, ჯორჯ ფლუიდი, მაღაზიის მოლარის გამოძახების საფუძველზე დააკავა.
აღნიშნულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯორჯ ფლუიდი ყალბი 20 დოლარიანი კუპიურით ანგარიშსწორებას ცდილობდა. სამართალდამცავებმა მას ხელბორკილები დაადეს. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წინააღმდეგობას არ უწევდა, პოლიციელებს იგი ძალისმიერი მეთოდით გადაჰყავდათ, რაც ფლუიდის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
პრესა იუწყება, რომ საპროტესტო აქციაში ყველა სოცალური ფენის მოქალაქე და ყველა რასის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ნიუ-იორკში დააკავეს ორი იურისტი, რომლებიც კორპორატიულ სამართალს იცავდნენ. თითოეულ დაკავებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.